პროექტი "გერმანული ენისა და გერმანულენოვანი ქვეყნების დღეები" დაიწყო!
05 ოქტომბერი,2017გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში პროექტ "გერმანული ენისა და გერმანულენოვანი ქვეყნების დღეები" დაიწყო!
4 ოქტომბერს ჩატარდა საგანმანათლებლო ღონისძიება სახელად "გერმანული ენა გაძლევთ შანსს - გამოიყენე იგი!", სადაც მონაწილეობას იღებენ უნივერსიტეტის სტუდენტები. ღონისძიებაზე მისასალმებელი სიტყვით წარდგნენ გორის უნივერსიტეტის რექტორი გიორგი სოსიაშვილი და უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი გიორგი ხორბალაძე.
შეგახსენებთ, რომ ღონისძიებას უძღვება გორის უნივერსიტეტის პროფესორი ლელა მახვილაძე!