პროექტი ,,ეკოლოგიური ფაქტორების გავლენა რძის ხარისხზე შიდა ქართლში“
27 მარტი,20192019 წლის 27 მარტს გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტმა უმასპინძლა შოთა რუსთაველის სახელმწიფო სამეცნიერო საგრანტო კონკურსის – „მეცნიერება იწყება სკოლიდან – კვლევები მოსწავლეთა მონაწილეობით - გამარჯვებული პროექტის ,,ეკოლოგიური ფაქტორების გავლენა რძის ხარისხზე შიდა ქართლში“ ქვემო სობისის, ბერშუეთის და ატენის საჯარო სკოლების გამარჯვებულ მოსწავლეების მონაწილეობით. ისინი აუდიტორიის წინაშე წარსდგნენ საანგარაშო მოხსენებით (პროექტის ხელმძღვანილი ქვემო სობისის საჯარო სკოლის ბიოლოგიის პედაგოგი თამარ ბერიძე, მეცნიერ-ხელმძღვანელი გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი თინათინ იოსებიძე და ასისტენტი ამავე უნივერსიტეტის მაგისტრანტი ნათია სახელაშვილი).
ღონისძიებას ესწრებოდნენ და სიტყვით გამოვიდნენ გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი ალექსანდრე მღებრიშვილი; რექტორის მოადგილე, პროფესორი გიორგი სოსიაშვილი; განათლების ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი , ასოცირებული პროფესორი დავით ჩოჩიშვილი; გორის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსი, ნანა ტერმარკოზაშვილი. გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის პედაგოგი ზურაბ პაპიაშვილი.
თითოეულმა სიტყვით გამომომსვლელმა აღნიშნა პროექტის არსი - მოსწავლეთა დაინტერესება კვლევებისადმი, ხაზი გაუსვეს უნივერსიტეტისა და სკოლის დაახლოებიის მნიშვნელობას და მადლობა გადაუხადეს პროექტის ხელმძღვანელებს.
ღონისძიებას ასევე ესწრებოდნენ პროექტში მონაწილე სკოლების პედაგოგები
პროექტის მეცნიერ-ხელმძღვანელმა თინათინ იოსებიძემ ისაუბრა პროექტის დადებით მხარეებზე, მოსწავლეთა აქტიურ ჩართულობაზე ცდებში და ექსპერიმენტებში. ხაზი გაუსვა საკვლევი თემის აქტუალობას და პრაქტიკულ მხარეს, ეკოლოგიური ცნობიერების ამაღლებას მოსწავლეებში და სხვა. მან მადლობა გადაუხადა გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის ხელმძღვანელობას თანადგომისთვის.
პროექტის ხელმძღვანელმა თამარ ბერიძემ წარადგინა პროექტის პრეზენტაცია ( ექვს თვეში გაწეული მუშაობის შესახებ ) მოსწავლეებთან ერთად. პროექტის გამარჯვებულ მონაწილეებს უნივერსიტეტის ხელმძღვანელობამ აღუთქვა შემდგომი თანადგომა და გადასცა სიგელები.