პროექტი „დაუცველი მოსახლეობის ხელშეწყობა შიდა ქართლის რეგიონში“
13 ნოემბერი,2015სსიპ- გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში გაერთიანებული ერების განვითარების პროგრამის (UNDP) დაფინანსებით ხორცილედება პროექტი „დაუცველი მოსახლეობის ხელშეწყობა შიდა ქართლის რეგიონში“, პროექტი ითვალისწინებს პროფესიული გადამზადების კურსების განხორციელებას. მეფუტკრეობის პროფესიული გადამზადების პროგრამის ფარგლებში უკვე გადამზადდა გორის რაიონის სამი სოფლიდან (ჯარიაშენი, აძვი, ახალუბანი) 20 პირი, რომელთა ოჯახებსაც UNDP -ის მიერ კურსის დაწყებისთანავე გადაეცათ 3-3 სკა. პროექტის ბიუჯეტი მოიცავდა, მათი როგორც სწავლების თეორიული და პრაქტიკული კომპონენტების უზრუნველყოფას, ასევე კვების, ტრანსპორტირების და სხვა ღონისძიებების ხარჯებს. კურსს უძღვებოდნენ მეფუტკრეობის დარგის თვალსაჩინო, კვალიფიციური სპეციალისტები.
12 ნოემბერს მოეწყო მეფუტკრეობის კურსის მსემენლებს გადაეცათ სერთიფიკატები. კურსმოსმენილებს მიესალმნენ გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ბატონო გიორგი ხორბალაძე, გაეროს ეკონომიკური განვითარების გუნდის ხელმძღვანელი ბატონი გიორგი ნანობაშვილი, პროექტის კოორდინატორი UNDP -დან ბატონი მამუკა მათიაშვილი, პროექტის მენეჯერი ქალბატონი ციური დურული, მეფუტკრეობის კურსის პედაგოგი ბატონი გიორგი მაძღარაშვილი.