პროექტ, ”ვიმოგზაუროთ და აღმოვაჩინოთ გერმანულენოვანი ქვეყნები” საზეიმო დახურვა.
26 ოქტომბერი,201726 ოქტომბერს, გორის უნივერსიტეტში გაიმართა პროექტ, ”ვიმოგზაუროთ და აღმოვაჩინოთ გერმანულენოვანი ქვეყნები” საზეიმო დახურვა.
ღონისძიებას ესწრებოდნენ უნივერსიტეტის სტუდენტები, პროფესორ-მასწავლებლები, გორისა და ქარელის რაიონის საჯარო სკოლების მოსწავლეები და მასწავლებლები. შემაჯამებელ ღონისძიებას უძღვებოდა გორის უნივერსიტეტის პროფესორი, ქალბატონი ლელა მახვილაძე, რომელმაც შეაჯამა სამკვირიანი დატვირთული მეცადინეობები, აღინიშნა რომ სკოლის მოსწავლეები განსაკუთრებით დაინტერესდნენ და ჩაერთნენ პროექტით გათვალისწინებულ სხვადასხვა აქტივობებში.