პროექტ „რეფორმატორის“ წარმომადგენლების შეხვედრა გორის უნივერსიტეტის სტუდენტებთან
06 ივნისი,20196 ივნისს, პროექტ „რეფორმატორის“ წარმომადგენლები შეხვდნენ გორის უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებების სტუდენტებს.
პროექტს ახორციელებს ISET-ის კვლევითი ინსტიტუტი USAID G4G-ის მხარდაჭერით. პროექტის მიზანია ეკონომიკური რეფორმების პროგრესის ანალიზი და რეფორმით დაინტერესებულ მხარეებს შორის დიალოგის ხელშეწყობა. პროექტმა უნდა გაზარდოს როგორც ხელისუფლების ანგარიშვალდებულება, ისე ნდობა მთავრობას, კერძო სექტორსა და ზოგადად საზოგადოებას შორის.
ამ ეტაპზე რეფორმეტრი აფასებს ექვს რეფორმას, კერძოდ: სოფლის მეურნეობის, პროფესიული განათლების, მცირე და საშუალო ბიზნესის, კაპიტალის ბაზრის, საპენსიო რეფორმისა და ტურიზმის განვითარებას. განიხილეს რეფორმეტრის მუშაობის პრინციპები და შეფასების მეთოდოლოგია. სტუდენტებმა აქტიური მონაწილეობა მიიღეს დისკუსიაში და დასვეს კითხვები თითოეული რეფორმის ირგვლივ.