პრეზიდენტის შეხვედრა უმაღლეს სასწავლებლების რექტორებთან, განათლების საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციებთან და სახელმწიფო სტრუქტურების წარმომადგენლებთან
21 დეკემბერი,2016მიმდინარე წლის 20 დეკემბერს საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა შეხვედრა გამართა უმაღლესი სასწავლებლების რექტორებთან, განათლების საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციებთან და სახელმწიფო სტრუქტურების წარმომადგენლებთან, სადაც პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან დაფინანსეული პროექტები შეაჯამა. გაცნობებთ, რომ საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივით საქართველოს 13 უმაღლეს სასწავლებლებთან გაფორმდა მემორანდუმი და განათლების საკითხებზე პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან დაფინანსდა 20-ზე მეტი პროექტი, მათ შორის გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის 2 პროექტი, რომელიც ითვალისწინებს მასწავლებელთა კვალიფიკაციის ამაღლების და პროფესიული გადამზადების ცენტრის შექნას და გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამების სტუდენტთათვის იაკობ გოგებაშვილის სახელობის სტიპენდიის დაწესებას.
პრეზიდენტის სასახლეში განათლების საკითხებზე პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან დაფინანსებული პროექტების ბროშურის პრეზენტაციაც გაიმართა.
პრეზიდენტმა მზადყოფნა გამოთქვა, არა მარტო ფინანსური, არამედ საზოგადოებრივ-პოლიტიკური რესურსი და უნარი, რომელიც პრეზიდენტის ინსტიტუტს გააჩნია, თავიდან ბოლომდე მოახმაროს განათლების მიმართულებით არსებულ მომავალ მიზნებს. გიორგი მარველაშვილმა შეხვედრაზე განათლებაზე, როგორც სახელმწიფოს პრიორიტეტზე ისაუბრა და განაცხადა, რომ ქვეყნის წინაშე მდგარი ამოცანები და გამოწვევები სწორედ განათლების გაძლიერების მეშვეობით წყდება.