პრეზენტაცია

27 მაისი,2015


2015 წლის 25 მაისს გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში სტუდენტური დღეების ფარგლებში გაიმართა მწერალ როსტომ ჩხეიძის წიგნის „ქართული მწერლობა თვალის ერთი გადავლებით“ პრეზენტაცია, სადაც ავტორმა ვრცლად ისაუბრა წიგნის დაწერის ისტორიაზე და, ამ თვალსაზრისით, სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის ილია II-ის როლზე, წიგნის მნიშვნელობასა და მისი შექმნის სირთულეებზე, შემდგომში თარგმნისა და დასავლეთის მკითხველისათვის გაცნობის საჭიროებაზე.
შეხვედრაზე წიგნის ირგვლივ მოსაზრებები გამოთქვეს, მისმა რეცენზენტმა, პროფესორმა ნანა კუციამ და პროფესორმა ნინო ვახანიამ, მათ ხაზი გაუსვეს წიგნის უნიკალურობას, რადგან მასში მართლაც თვალის ერთი გადავლებით და ახლებურად არის გააზრებული და გადმოცემული ქართული მწერლობის ძირითადი კონცეფციები და საკითხები უძველესი პერიოდიდან - დღემდე.
შეხვედრას ესწრებოდნენ გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლები და სტუდენტები.
პრეზენტაცია შეაჯამა უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ასოცირებულმა პროფესორმა გიორგი ხორბალაძემ.

მიმაგრებული სურათები

კალენდარი

ღონისძიებები იხილეთ ყველა

გორისა და ატენის ეპარქიისა და ნიქოზისა და ცხინვალის ეპარქიების ერთობლივი...

მიმდინარე წლის 8 ნოემბერს გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა უნივერსიტეტის, გორისა და ატენის ეპარქიისა და ნიქოზისა და ცხინვალის ეპარქიების ერთობლივი...

08 ნოემბერი, 2024 სრულად ნახვა

საჯარო ლექციები

მიმდინარე წლის 6 ნოემბერს გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა ფილოლოგიის დოქტორების ქეთევან გვაზავასა და ქეთევან მამასახლისის საჯარო ლექციები, თემაზე:...

06 ნოემბერი, 2024 სრულად ნახვა