პრეზენტაცია
19 მარტი,20152015 წლის 19 მარტს, გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში განათლების საერთაშორისო ცენტრის პროგრამების კოორდინატორმა თინათინ გახოკიძემ გამართა პრეზენტაცია 2015-2016 აკადემიური წლისათვის სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამის შესახებ.
განათლების საერთაშორისო ცენტრი შეიქმნა პრემიერ მინისტრის ინიციატივით. ცენტრი უზრუნველყოფს სახელმწიფოს განვითარებისთვის პრიორიტეტულ მიმართულებებზე საზღვარგარეთ სწავლის დაფინანსებას კონკურსის წესით. ცენტრის მიზანია, საქართველოს მოქალაქეებმა მიიღონ საერთაშორისოდ აღიარებული აკადემიური ხარისხი, აიმაღლონ კვალიფიკაცია და დასაქმდნენ საქართველოში.
კონკურსი გამოცხადდა შემდეგ პროგრამებზე:
• საერთაშორისო სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამა
• საჯარო დაწესებულებაში დასაქმებულ პირთა კვალიფიკაციის ამაღლებისა და გადამზადების პროგრამა.
განაცხადები მიიღება 2015 წლის 20 მარტიდან -15 მაისის ჩათვლით.