პრეზენტაცია
27 ივნისი,201827 ივნისს გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში ინგლისურენოვანი პროგრამების განვითარების, შიდა ქართლის რეგიონისა და ქვეყნის მასშტაბით აღნიშნულ პროგრამაზე სწავლის მსურველთა მოზიდვისა და მათთვის შესაფერისი გარემოს შექმნის პერსპექტივებზე პრეზენტაცია გამართა ინგლისურენოვანი ბიბლიოთეკის დამაარსებელმა, უნივერსიტეტის საპატიო დოქტორმა ედუარდ რაუპმა. ღონისძიებას ესწრებოდნენ: უნივერსიტეტის რექტორი, პროპრექტორი, ადმინისტრაციის ხელმძღვანელი , უცხოური ენების კათედრა, საერთაშორისო ურთიერთობების ოფისის წარმოადგენლები და სტუდენტები. პრეზენტაციის შემდეგ გაიმართა მსჯელობა.
შეხვედრის დასასრულს რექტორმა, პროფესორმა გიორგი სოსიაშვილმა მომხსენებელს გადასცა სამახსოვრო საჩუქარი