პრაქტიკული სემინარი
19 დეკემბერი,20182018 წლის 19 დეკემბერს პედაგოგიკისა და მეთოდიკის კათედრის ინიციატივით დაწყებითი განათლების საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტებისთვის ჩატარდა პრაქტიკული სემინარი ფსიქოლოგიასა და წიგნიერების საკითხებზე. მოეწყო ფილმის „თავისუფლების მწერლები“ ( რეჟ: რიჩარდ ლაგრავენესი) ჩვენება/ განხილვა.
ფილმის ჩვენების შემდეგ გაიმართა დისკუსია. ასოცირებულმა პროფესორმა ბექა ტოლიაშვილმა ისაუბრა აგრესიის გამომწვევ მიზეზებზე და მათი აღმოფხვრის გზებზე. პროფესორმა ნელი ჭამპურიძემ ისაუბრა მასწავლებლის კომპეტენციებზე, მოზარდებში წიგნიერების ამაღლების გზებზე და მიდგომებზე, მასწავლებლის დარგობრივ მახასიათებლებზე.