პრაქტიკული სამართლის უნარ-ჩვევების კურსი
28 დეკემბერი,2017გორის უნივერსიტეტში პრაქტიკული სამართლის კლინიკისა და სოციალურ მეცნიერებათა კათედრის ფარგლებში ხორციელდებოდა პრაქტიკული სამართლის უნარ-ჩვევების კურსი, რომელსაც უძღვება მოწვეული სპეციალისტი, შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის საოლქო პროკურირი, ბატონი შოთა ტყეშელაშვილი.
აღნიშნული კურსის ფარგლებში, სასწავლო სემესტრის დასასრულს, 28 დეკემბერს გორის უნივერსიტეტში გაიმართა იმიტირებული სასამართლო პროცესი,
პროცესს ესწრებოდნენ გორის უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი გიორგი სოსიაშვილი; რექტორის მოადგილე, პროფესორი ალექსანდრე მღებრიშვილი; იურისტი, დავით კვერნაძე და კურსის ხელმძღვანელი, ბატონი შოთა ტყეშელაშვილი