პოლონეთის ელჩი გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში

26 იანვარი,2017

26 იანვარს გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტმა უმასპინძლა პოლონეთის ელჩს საქართველოში ბატონ მარიუშ მაშკიევიჩს. უნივერსიტეტის რექტორმა, ბატონმა გიორგი სოსიაშვილმა ელჩსა და მის დელეგაციას გააცნო უნივერსიტეტის წარმატებები, შესაძლებლობები და დაათვალიერებინა უნივერსიტეტის ინფრასტრუქტურა.
ბატონი მარიუშ მაშკიევიჩი დაინტერესდა და აღფრთოვანდა უნივერსიტეტში არსებული ვარშავის უნივერსიტეტის ცენტრით. მან გამოთქვა მზაობა ცენტრის განვითარებაში.
შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს სამომავლო თანამშრომლობის გეგმები. ოფიციალური შეხვედრის დასასრულს ბატონმა რექტორმა სტუმრებს გორის უნივერსიტეტის სახელით გადასცა სამახსოვრო საჩუქრები.

მიმაგრებული სურათები

კალენდარი

ღონისძიებები იხილეთ ყველა

გორისა და ატენის ეპარქიისა და ნიქოზისა და ცხინვალის ეპარქიების ერთობლივი...

მიმდინარე წლის 8 ნოემბერს გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა უნივერსიტეტის, გორისა და ატენის ეპარქიისა და ნიქოზისა და ცხინვალის ეპარქიების ერთობლივი...

08 ნოემბერი, 2024 სრულად ნახვა

საჯარო ლექციები

მიმდინარე წლის 6 ნოემბერს გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა ფილოლოგიის დოქტორების ქეთევან გვაზავასა და ქეთევან მამასახლისის საჯარო ლექციები, თემაზე:...

06 ნოემბერი, 2024 სრულად ნახვა