პოლონეთის დელეგაცია
08 ოქტომბერი,20178 ოქტომბერს გორის უნივერსიტეტს ეწვია პოლონეთის დელეგაცია: პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, ქალბატონი იოანა ვრონეცკა, პოლონეთის ელჩი საქართველოში, ბატონი მარიოშ მაშკიევიჩი, ვარშავის უნივერსიტეტის აღმოსავლეთ ევროპის კვლევის ცენტრის ხელმძღვანელი, ბატონი იან მალიცკი და საელჩოს წარმომადგენლები.
სტუმრები შეხვდნენ გორის უნივერსიტეტის რექტორის მოადგილეს, პროფესორ ალექსანდრე მღებრიშვილს.
შეხვედრის დროს განიხილეს ვარშავის უნივერსიტეტთან გაფორმებული მემორანდუმის დეტალები და სამომავლო გეგმები.
დასასრულს, დაათვალიერეს გორის უნივერსიტეტში გახსნილი ვარშავის უნივერსიტეტის ცენტრი.