პოლონეთის დელეგაცია
22 ოქტომბერი,201622 ოქტომბერს გორის უნივერსიტეტს ეწვია პოლონეთის დელეგაცია. ვარშავის უნივერსიტეტის ცენტრი პოლონეთის რამდენიმე ქალაქის თვითმმართველობის ხელმძღვანელებმა და ბიზნესმენემა მოინახულეს. დელეგაციას ხელმძღვანელობდა პოლონეთის ყოფილი პრემიერ მინისტრი კაჟიმიერჟ მარინკიევიჩი, რომელიც დღეს დღეობით ბისნესშია და საქართველოში და გორის მუნიციპალიტეტში, საინვესტიციო გარემოს შესასწავლად არის ჩამოსული. გორის უნივიერსიტეტის რექტორთან საუბრისას სტუმრებმა პოლონურ-ქართული თანამშრომლობის მნიშვნელობაზე, უნივერსიტეტთან საქმიან ურთიერთობებსა და ერთობლივი პროექტების განხორციელებაზე ისაუბრეს.
სტუმრებმა ცენტრის ბიბლიოთეკას პოლონურენოვანი ლიტერატურა და გიორგი სოსიაშივილის მოთხრობების კრებულის "მავთულხლართი"-ს პოლონურ ენაზე დაბეჭდილი წიგნის პირველი ეგზემპლიარიგადასცეს საჩუქრად.
შეხვედრაზე მხარეების მიერ გამიოთქვა მოსაზრება, რომ გორის უნივერსიტეტი საერთაშორისო ბიზნეს ფორუმს უმასპინძლებს, რომელიც ადგილობრივი თვითმმართველობისა და პოლონელი პარტნიორი ქალაქების ხელმძღვანელების მხარდაჭერით ბიზნეს გარემოს გაუმჯობესების მიზნით გაიმართება, სადაც მონაწილეობას მიეღებენ პოლონელი და ქართველი ბიზნესმენები. ფორუმის იდეა გორის უნივერსიტეტის რექტორისა და პოლონეთის ექპრემიერს ეკუთვნის.