პოლონეთ-საქართველოს ისტორიკოსთა საერთაშორისო კომისიის წევრების სტუმრობა გორის უნივერსიტეტში
25 ნოემბერი,20192019 წლის 23 ნოემბერს გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტმა უმანსპინძლა პოლონეთ-საქართველოს ისტორიკოსთა საერთაშორისო კომისიის წევრებს, პროფესორებს: დავით ყოლბაიას, ვლოდზიმიერ სულეიას, ვოიცეხ მატერსკის, პაველ ლიბერას, გრეგორი მაზურს, ოთარ ჯანელიძეს, დოქტორანტებს შორენა მურუსიძესა და დიმიტრი სილაქაძეს. კომისიის თავმჯდომარემ, პროფესორმა დავით ყოლბაიამ უნივერიტეტს გადასცა კომისიის მიერ გამოცემული შრომების პირველი ტომი, რომელიც მიმდინარე წელს ვარშავაში ინგლისურ ენაზე მომზადდა.
სტუმართა შორის ასევე იყვნენ საერთაშორისო კონფერენცია „რეპრესიები რელიგიის წინააღმდეგ კომუნისტურ ქვეყნებში“ მომხსენებლები.
(შეგახსენებთ, რომ აღნიშნული კონფერენცია 2019 წლის 25-26 ნოემბერს სოფელ ბაკურციხეში - საქართველოსა და პოლონეთის მართლმადიდებელი ეკლესიების მიერ წმინდანად შერაცხული გრიგოლ ფერაძის სახლ-მუზეუმში გაიმართება).
სტუმრებს მიესალმნენ და სიტყვებით მიმართეს უნივერსიტეტის რექტორმა პროფესორმა გიორგი სოსიაშვილმა, ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, პროფესორმა გიორგი ხორბალაძემ და ვარშავის უნივერსიტეტში, სხვადასხვა პერიოდში, სტაჟირებაგავლილმა გორის უნივერსიტეტის სტუდენტებმა.
შეხვედრისას, საუბარი შეეხო ვარშავისა და გორის უნივერსიტეტებს შორის მიმდინარე თანამშრომლობას და სამომავლო პერსპექტივებს.