პოეზიის საღამო
30 ივნისი,201730 ივნისს, „სტუდენტური დღეების“ ფარგლებში გორის უნივერსიტეტში პოეზიის საღამო გაიმართა. პოეზიის საღამოზე მსმენელის წინაშე წარსდგნენ ცნობილი პოეტები ჯემალ ინჯია და აკაკი ბიძინაშვილი. ასევე, ახალი თაობის პოეტები ვიკა ქალდანი, ლელა გიგაური და ნანიკო სადღობელაშვილი. საღამოს მიმდინარეობისას, წამყვანმა, ბატონმა ანზორ გვაძაბიამ მსმენელს წაუკითხა რამდენიმე კომპოზიცია გორელი პოეტების შემოქმედებიდან.
საღამოს დასასრულს, გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა გიორგი სოსიაშვილმა მადლობა გადაუხადა საღამოს მონაწილეებს, ორგანიზატორებს და მოწვეულ სტუმრებს. მან დამსწრე საზოგადოებას გააცნო რამდენიმე საინტერესო ინიციატივა, მათ შორის გორის უნივერსიტეტში პრეზიდენტის სარეზევრო ფონდიდან დაფინანსებული „ლიტერატურული კაფის“ გახსნა.