პოეზიის საღამო
22 ივნისი,201822 ივნისს, "სტუდენტური დღეები 2018"-ის ფარგლებში, გორის უნივერსიტეტის ლიტერატურულ კაფეში გაიმართა სტუდენტების: ალექსანდრე სამხარაძის, ნანიკო სადღობელაშვილის, დავით ღაძაძის და ზურა მძინარაშვილის პოეზიის საღამო.
შეხვედრა გახსნა გორის უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა გიორგი სოსიაშვილმა, რომელმაც მადლობა გადაუხადა და წარმატება უსურვა სტუდენტებს და ლიტერატურული კაფის ხელმძღვანელს, თამარ გელიტაშვილს ღონისძიების ორგანიზებისთვის.
სტუდენტებმა წაიკითხეს ლექსები საკუთარი შემოქმედებიდან. ღონისძიებამ სტუმრების დიდი მოწონება დაიმსახურა.