პოეზიის საღამო
04 ივნისი,20152015 წლის 3 ივნისს სტუდენტური დღეების ფარგლებში, გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის სამკითხველო დარბაზში პოეზიის საღამო სახელწოდებით „შენ ჩემი წიგნი სახსოვრად გქონდეს“ მოეწყო, სადაც გორის უნივერსიტეტის სტუდენტებმა წაიკითხეს ლექსები ქართველი პოეტების ანა კალანდაძის, მუხრან მაჭავარიანისა და მურმან ლებანიძის პოეზიიდან.
ღონისძიება უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის თანამშრომლის მანანა ჩხეიძისა და ბიბლიოთეკის სხვა თანამშრომლების ორგანიზებით გაიმართა, რომელსაც ესწრებოდნენ უნივერსიტეტის რექტორი გიორგი სოსიაშვილი, ადმინისტრაციის ხელმძღვანელი გიორგი ხორბალაძე, რექტორის მოადგილე ალექსანდრე მღებრიშვილი, ადმინისტრაციული პერსონალი და სტუდენტები.