პირველი სემესტრის დასკვნითი გამოცდები
13 იანვარი,2016გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამისთვის 11 იანვარს დაიწყო და 23 იანვრამდე გაგრძელდება 2015-2016 წწ პირველი სემესტრის დასკვნითი გამოცდები. დამატებითი გამოცდები 21 იანვრიდან 3 თებერვლამდე გაგრძელდება. მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამისთვის 25 იანვრიდან 3 თებერვლის ჩათვლით ჩატარდება დასკვნითი გამოცდები. დამატებითი გამოცდები 4 თებერვლიდან 13 თებერვლამდე. გამოცდები მიმდინარეობს შეფერხების გარეშე. საგამოცდო ცხრილების ნახვა შეგიძლიათ გორის უნივერსიტეტის ვებგვერდსა და განცხადებების მონიტორებზე.