ოსური ენის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიება
25 მაისი,20192019 წლის 24 მაისს ივ. ჯავახიშვილის სახ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის კავკასიოლოგიის ინსტიტუტში გაიმართა ოსური ენის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიება. შეხვედრაზე განხილული იყო საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო სივრცეში ოსური ენის სწავლებისა და კვლევის, ოსური ენის ფუნქციონირების, ასევე ოსური ფოლკლორისა და მითოეპიკური სამყაროს შესწავლის პრობლემები.
ოსური ენის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდა გორის უნივერსიტეტის რექტორის მოადგილე, პროფესორი გიორგი სოსიაშვილი.