ორი ახალი წიგნის წარდგინება

18 აპრილი,2022

2022 წლის 18 აპრილს გორის სახელმწიფო უნივერტსიტეტის ისტორიისა და არქეოლოგიის სამეცნიერო-კვლევით ცენტრში შედგა ორი ახალი წიგნის წარდგინება.

1. მ. მაცაბერიძე, საქართველოს 1921 წლის კონსტიტუცია: შემუშავება, მიღება, სახელმწიფოს მოწყობის კონცეფცია, თბილისი, 2022;

2. ნაციონალიზმი. ენციკლოპედიური ცნობარი, თბილისი, 2022.

1921 წლის კონსტიტუცია დამოუკიდებელი საქართველოს დემოკრატიული აღმშენებლობის უნიკალურ გამოცდილებას წარმოადგენს. მასში ასახულია იმდროინდელი სახელმწიფოებრივი ცხოვრების პრაქტიკა, აგრეთვე ეპოქის მისწრაფებები და შეხედულებები.

წიგნი, რომლის ავტორია პროფესორი მალხაზ მაცაბერიძე, მოგვითხრობს ამ უმნიშვნელოვანესი სამართლებრივი დოკუმენტის შემუშავების, განხილვისა და დამტკიცების ისტორიას, გვაცნობს საქართველოს პირველი რესპუბლიკის სახელმწიფო მოწყობის კონცეფციას.

ნაციონალიზმის ენციკლოპედიური ცნობარი ინტერდისციპლინური ხასიათის ნაშრომია. იგი აერთიანებს სოციალური და ჰუმანიტარული მეცნიერებების სხვადასხვა დარგში აქტიურად გამოყენებად ცნებებსა და ტერმინებს; მოიცავს ტერმინოლოგიურ საკითხებს, რომლებიც ფართო დისკუსიის საგანია საერთაშორისო აკადემიურ წრეებში. ამასთან, ითვალისწინებს ლოკალურ კონტექსტს და ასახავს საქართველოსათვის მნიშვნელოვან ცნებებსა და კონცეპტუალურ დებულებებს.

ავტორთა ჯგუფი: ივანე წერეთელი, ირაკლი ჩხაიძე, მალხაზ მაცაბერიძე, დავით მაცაბერიძე

ორივე წიგნი პოლიტოლოგიის ინსტიტუტში მომზადდა და შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის ფინანსური მხარდაჭერით გამოიცა.

წიგნების  წარდგინებაში მონაწილეობა მიიღეს გორის  უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა გიორგი სოსიაშვილმა, რომელმაც ისაუბრა მსგავსი პროექტების მნიშვნელობაზე საზოგადოების, ახალგაზრდების ინფორმირების კუთხით. მონოგრაფიების შესახებ ისაუბრეს  პროფესორებმა: ელდარ მამისთვალიშვილმა, გიორგი ხორბალაძემ, მალხაზ მაცაბერიძემ, ოთარ ჯანელიძემ, ვაჟა ჩოჩიამ, ირაკლი ჩხაიძემ, დოქტორანტმა თამარ ორჯონიკიძემ.

მიმაგრებული სურათები

კალენდარი

ღონისძიებები იხილეთ ყველა

გორისა და ატენის ეპარქიისა და ნიქოზისა და ცხინვალის ეპარქიების ერთობლივი...

მიმდინარე წლის 8 ნოემბერს გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა უნივერსიტეტის, გორისა და ატენის ეპარქიისა და ნიქოზისა და ცხინვალის ეპარქიების ერთობლივი...

08 ნოემბერი, 2024 სრულად ნახვა

საჯარო ლექციები

მიმდინარე წლის 6 ნოემბერს გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა ფილოლოგიის დოქტორების ქეთევან გვაზავასა და ქეთევან მამასახლისის საჯარო ლექციები, თემაზე:...

06 ნოემბერი, 2024 სრულად ნახვა