ორდღიანი სემინარი "საქართველოს საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის პრიორიტეტები"

03 ივნისი,2016


19-20 მაისს, ევროპის დღეების ფარგლებში, ორდღიანი სემინარი "საქართველოს საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის პრიორიტეტები" გაიმართა. სემინარში საქართველოს 6 სხვადასხვა რეგიონის სახელმწიფო უნივერსიტეტის 60 სტუდენტი მონაწილეობდა. გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტიდან მონაწილეობა მიიღო სხვადასხვა ფაკულტეტის ათმა სტუდენტმა. სემინარის პირველ დღეს განიხილეს NATO-საქართველოს ურთიერთობები, თანამშრომლობის პერსპექტივებსი და გამოწვევები, საქართველოს საერთაშორისო სამშვიდობო მისიებში მონაწილეობა და სხვა აქტუალური თემები. ღონისძიება გახსნა,  სახელმწიფო მინისტრმა ევროპულ და ევროატლანტიკუს სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებზე, დავით მაქრაძემ. მოგვიანებით, სტუდენტები ნორიოს სამხედრო ნაწილს ეწვივნენ. ახალგაზრდები ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის ჯგუფის ხელმძღვანელს ვიცე-პოლკოვნიკს კრისტიან ემაუსსა და გენერალური შტაბის უფროსის მოადგილეს პოლკოვნიკ ომარ ბეგოიძეს შეხვდნენ. ვიზიტის ფარგლებში სტუდენტებმა "ჯარისკაცის ულუფაც" დააგემოვნეს.

სემინარის მეორე დღე ევროკავშირის თემატიკას დაეთმო. სტუდენტებმა მოისმენეს ლექციები საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებზე, ასოცირების შეთანხმების განხორციელების პროცესსა და სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციაზე.
სემინარის  ფარგლებში, საქართველოს პრეზიდენტი, ბატონი გიორგი მარგველაშვილი რეგიონებიდან  ჩამოსულ  სტუდენტებს  შეხვდა.  პრეზიდენტმა სტუნდენტების შეკითხვებსაც უპასუხა, რომლებიც საქართველო-რუსეთის ურთიერთობებს, საქართველოს ევროინტეგრაციის, ვიზალიბერალიზაციის და ოკუპირებული ტერიტორიების დაბრუნების საკითხს შეეხებოდა.  პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ სტუდენტებმა საქართველოს პრეზიდენტის სასახლე დაათვალიერეს

მიმაგრებული სურათები

კალენდარი

ღონისძიებები იხილეთ ყველა

გორისა და ატენის ეპარქიისა და ნიქოზისა და ცხინვალის ეპარქიების ერთობლივი...

მიმდინარე წლის 8 ნოემბერს გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა უნივერსიტეტის, გორისა და ატენის ეპარქიისა და ნიქოზისა და ცხინვალის ეპარქიების ერთობლივი...

08 ნოემბერი, 2024 სრულად ნახვა

საჯარო ლექციები

მიმდინარე წლის 6 ნოემბერს გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა ფილოლოგიის დოქტორების ქეთევან გვაზავასა და ქეთევან მამასახლისის საჯარო ლექციები, თემაზე:...

06 ნოემბერი, 2024 სრულად ნახვა