ონლაინ შეხვედრა აკადემიურ და მოწვეულ პერსონალთან
23 აპრილი,2020მიმდინარე წლის 23 აპრილს გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა გიორგი სოსიაშვილმა ონლაინ შეხვედრა გამართა უნივერსიტეტის აკადემიურ და მოწვეულ პერსონალთან. შეხვედრაზე განხილულ საკითხთაგან უმრავლესობა ეხებოდა დისტანციური სწავლების, მათ შორის შუალედური შეფასებების გამოწვევებსა და მიმდინარე პროცესების შეფასება-ანალიზს.