ონლაინ კვირეული
20 იანვარი,2021მიმდინარე წლის 20 იანვარს გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის ორგანიზებით დაიწყო ონლაინ კვირეული - “მოემზადე ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის გორის უნივერსიტეტის მასტერკლასებით”
დაგეგმილი კვირეულის ფარგლებში 20 იანვარს გაიმართა ვირტუალური შეხვედრა მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ექსპერტთან, ქართული ენისა და ლიტერატურის მიმართულებით, ქალბატონ მაია ინასარიძესთან.
შეხვედრის დროს ქალბატონმა მაია ინასარიძემ ისაუბრა ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდის ძირითად ასპექტებზე და შეფასების სქემაზე.