ნილს სკოტის საჯარო ლექცია
23 აპრილი,20142014 წლის 23 აპრილს, 15.00 საათზე გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში საქართველოში გაეროს მუდმივი კოორდინატორის და გაეროს განვითარების პროგრამის მუდმივი წარმომადგენლის, ნილს სკოტის საჯარო ლექცია გაიმართა. მომხსენებელმა ისაუბრა საქართველოში გაეროს საქმიანობის შესახებ ისეთ სფეროებში, როგორიცაა: სახელმწიფო მმართველობის გაძლიერება, ადამიანის უფლებების დაცვა, გარემოს დაცვა.
ლექციის დასასრულს ბატონმა ნილს სკოტმა სტუდენტთა შეკითხვებს უპასუხა.