ნატოს კვირეული
14 აპრილი,2016ნატოს კვირეულის ფარგლებში, გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში სტუდენტური კონფერენცია „საქართველო და ჩრდილოატლანტიკური ინტეგრაციის პროცესი“ გაიამართა. კონფერენციაში სტუდენტები და საჯარო სკოლის მოსწავლეები მონაწილეობდნენ. მოსწავლეებისთვის ცალკე მიმდინარეობდა ესსეების კონკურსი „მე, NATO და საქართველო”. გამარჯვებულებს სსიპ „ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის“ მიერ დაწესებული სერტიფიკატები და პრიზები გადაეცათ.
ნატოს კვირეულის ფარგლებში გამოცხადებული კონკურსები მიზნად ისახავდა ახალგაზრდებში ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებზე ცნობადობისა და ცოდნის ამაღლებას. მსგავსი ტიპის ღონისძიებები ხელს უწყობს არაფორმალურ განათლებისა და მოტივაციის ზრდას, ახალგაზრდების საგანმანათლებლო აქტივობებში უფრო აქტიურად ჩასართველად.
სტუდენტურ კონფერენციაში პირველი ადგილი დაიკავა გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის სტუდენტმა ნანა ქარსიძემ, ასევე საპრიზო კატეგორიებში გაიმარჯვეს ამავე უნივერსიტეტის სტუდენტებმა სოფიკო თინიკაშვილმა და ლელა გავაშელმა.
ღონისძიება სსიპ „ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის“ ორგანიზებით და გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის მხარდაჭერით განხორციელდა.