მწერალ ვანო ჩხიკვაძის წიგნის პრეზენტაცია „თქვენი სვლაა, ბატონებო“
25 ოქტომბერი,201325 ოქტომბერს გორის უნივერსიტეტში „გორის საზოგადოებრივი დარბაზისა“ და „გორის მუნიციპალიტეტის მოსწავლე-ახალგაზრდობის კულტურულ-საგანმათალებლო“ ცენტრის ინიციატივით ჩატარდა მწერალ ვანო ჩხიკვაძის წიგნის პრეზენტაცია „თქვენი სვლაა, ბატონებო“. პრეზენტაციას ესწრებოდნენ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები და ქალაქის საზოგადოება. ავტორს ახალი წიგნის დაბადება მიულოცეს გორის მაჟორიტარმა დეპუტატმა სოსო ვახტანგაშვილმა, ქალაქის გამგებელმა პაპუნა კობერიძემ, გორის უნივერსიტეტის პროფესორმა მარინე ცერცვაძემ, თამარ ლომსაძე, ვახტანგ ჭანკოტაძე, დასასრულს ავტორმა ახალი კრებულიდან წაიკითხა საკუთარი ლექსები. შეხვედრა გაგრძელლდა კითხვა-პასუხის რეჟიმში. პრეზენტაციას უძღვებოდა თამარ ედიშერაშვილი.