მწერალ როსტომ ჩხეიძის წიგნის „ეკლის გვირგვინის“ პრეზენტაცია

22 აპრილი,2016

22 აპრილს გორის უნივერსიტეტში „სტუდენტური დღეების 2016“ ფარგლებში გაიმართა მწერალ როსტომ ჩხეიძის წიგნის „ეკლის გვირგვინის“ პრეზენტაცია, რომელიც ეხება საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას მოღვაწეობას და განსაკუთრების ცხოვრების ბოლო დღეებს.
პრეზენტაცია გახსნა და დამსწრე საზოგადოებას მიესალმა გორის უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძრვანელი, პროფესორი გიორგი ხორბალაძე, რომელმაც ისაუბრა როსტომ ჩხეიძის შემოქმედების შესახებ და ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ ასეთი შეხვედრები აუცილებელი და მნიშვნელოვანია სტუდენტებისთვის, რათა უშუალოდ ავტორისგან მოისმინონ ინფორმაცია წიგნის და მოვლენების შესახებ, რაზეც საუბარია მონოგარაფიაში.
ბატონმა როსტომ ჩხეიძემ ვრცლად ისაუბრა ზვიად გამსახურდიას, როგორც პიროვნების და მრავალმხრივი შემოქმედის შესახებ. განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა ზვიად გამსახურდიას ბურუსით მოცულ გარდაცვალების სხვასხვა ვერსიაზე.
წიგნისა და როსტომ ჩხეიძის შემოქმედების შესახებ მოსაზრებები გამოთქვა მწერლამ ჯემალ ინჯიამ, გორის უნივერსიტეტის პროფესორებმა: ელდარ მამისთვალიშვილმა, იოსებ ალიმბარაშვილმა, იოსებ ჭუმბურიძემ, მარინე ცერცვაძემ, მოწვეულმა სპეციალისტებმა: ვახტანგ ინაურმა, ანა იმნაძემ, ასევე საზოგადოების წარმომადგენლებმა.
შეხვედრას ესწრებოდნენ გორის უნივერსიტეტის სტუდენტები, პროფესორ-მასწავლებელები და მოწვეული სტუმრები.

მიმაგრებული სურათები

კალენდარი

ღონისძიებები იხილეთ ყველა

გორისა და ატენის ეპარქიისა და ნიქოზისა და ცხინვალის ეპარქიების ერთობლივი...

მიმდინარე წლის 8 ნოემბერს გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა უნივერსიტეტის, გორისა და ატენის ეპარქიისა და ნიქოზისა და ცხინვალის ეპარქიების ერთობლივი...

08 ნოემბერი, 2024 სრულად ნახვა

საჯარო ლექციები

მიმდინარე წლის 6 ნოემბერს გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა ფილოლოგიის დოქტორების ქეთევან გვაზავასა და ქეთევან მამასახლისის საჯარო ლექციები, თემაზე:...

06 ნოემბერი, 2024 სრულად ნახვა