მოხსენება -„გარემოსდაცვითი პრობლემები შიდა ქართლის რეგიონში“
31 ოქტომბერი,2018საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში 2018 წლის 31 ოქტომბერს აკადემიის პრეზიდიუმთან არსებული ეკოლოგიური უსაფრთხოების კომისიის მორიგ სხდომაზე მოხსენებით -„გარემოსდაცვითი პრობლემები შიდა ქართლის რეგიონში“ - გამოვიდა კომისიის წევრი, გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი მაია აზმაიფარაშვილი. მომხსენებელმა ისაუბრა საქართველოსა და შიდა ქართლში არსებულ ეკოლოგიურ მდგომარეობაზე, ბუნებრივი რესურსების დაცვის, ნარჩენების მართვის, ჰაერის მონიტორინგის, გარემოსდაცვითი განათლების გაზრდის, მდგრადი განვითარების მნიშვნელოვან საკითხებზე.