მოწვეული დოქტორის, მწერლისა და მკვლევრის მურად მთვარელიძის წიგნის წარდგენა
19 თებერვალი,20212021 წლის 19 თებერვალს გორის სახელმწიფო-სასწავლო უნივერსიტეტის ლიტერატურულმა კაფემ საზოგადოებას წარუდგინა უნივერსიტეტის მოწვეული დოქტორის, მწერლისა და მკვლევრის მურად მთვარელიძის ახალი წიგნი ,,კაცი ხასიათისა-დიმიტრი ყიფიანი“. წიგნი ბიოგრაფიული რომანის ჟანრს განეკუთვნება და წარმოადგენს მხატვრულ ტექსტს დიდი მამულიშვილის შესახებ.
მწერლის ახალი წიგნის ლიტერატურულ და საზოგადოებრივ ღირებულებებზე ისაუბრეს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ, პროფესორმა ქალბატონმა ნუნუ მიცკევიჩმა, გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა გიორგი სოსიაშვილმა, საპატრიარქოს ანდრია პირველწოდებულის სახელობის უნივერსიტეტის რექტორმა პროფესორმა სერგო ვარდოსანიძემ, დიმიტრი ყიფიანის შთამომავალმა, ფილოლოგიის დოქტორმა თამარ მიქაძემ, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის უნივერსიტეტის პროფესორმა ქალბატონმა შორენა მახაჭაძემ, გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა ოთარ ჯანელიძემ, შოთა რუსთაველის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტის მთავარმა მეცნიერ-თანამშრომელმა, ფილოლოგიის დოქტორმა ჯული გაბოძემ, ანდრია პირველწოდებულის უნივერსიტეტის პროფესორმა ნინო მამარდაშვილმა, ილიას უნივერსიტეტის დემოგრაფიისა და სოციოლოგიის ინსტიტუტის დირექტორმა პროფესორმა ავთანდილ სულაბერიძემ. კიევიდან წიგნის შესახებუაღრესად საინტერესო წერილი გამოგზავნა გამოჩენილმა ქართველმა მწერალმა და მკვლევარმა რაულ ჩილაჩავამ. ონლაინ წარდგინებას უძღვებოდა უნივერსიტეტის ლიტერატურული კაფეს ხელმძღვანელი, ფილოლოგიის დოქტორი თამარ გელიტაშვილი.
ქვეყნად შექმნილი პანდემური ვიტარებიდან გამომდინარე, შეხვედრა გაიმართა ონლაინ რეჟიმში, ,,ზუმის“ პლატფორმით.