მოსწავლეების ესეების კონკურსი
25 აპრილი,201924 აპრილს გორის უნივერსიტეტში გაიმართა გორის მუნიციპალიტეტის საჯარო და კერძო სკოლების მესამე საფეხურის მოსწავლეების ესეების კონკურსი, რომლის ინიციატორიც იყო გორის უნივერსიტეტის ლიტერატურის კაფე.
კონკურსში მონაწილეებს შეხვდნენ და წარმატებები უსურვეს გორის უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა ალექსანდრე მღებრიშვილმა; რექტორის მოადგილემ, პროფესორმა გიორგი სოსიაშვილმა; ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, პროფესორმა გიორგი ხორბალაძემ (ჟიურის წევრი), ლიტერატურული კაფის ხელმძღვანელმა, თამარ გელიტაშვილმა (ჟიურის თავმჯდომარე) და გორის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსმა, ნანა ტერმაკოზაშვილმა.
მონაწილეებს, ჟიურის თავმჯდომარემ, თამარ გელიტაშვილმა ადგილზე გააცნო საკონკურსო ესეს სათაური. რის შემდეგაც მოსწავლეები გადანაწილდნენ აუდიტორიებში.
კონკურსში მონაწილეობის მისაღებად რეგისტრაცია გაიარა 101 კონკურსანტმა.