მიტროპოლიტ ანდრია გვაზავას საჯარო ლექცია გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში
26 ივნისი,20142014 წლის 26 ივნისს გორის სახელმწიფო-სასწავლო უნივერსიტეტში ქართული კულტურის კვლევის ცენტრის ინიციატივით გორი-ატენის ეპარქიის მიტროპოლიტმა, მეუფე ანდრიამ წაიკითხა საჯარო ლექცია თემაზე: „ეკლესია და ზნეობრივი ცხოვრება“.
მეუფემ ვრცლად ისაუბრა ქრისტიანობის მნიშვნელობაზე ქართული სახელმწიფოს ფორმირებისა და შენარჩუნების საქმეში, ეკლესიის როლზე ქართული მატერიალური და სულიერი კულტურის განვითარების თვალსაზრისით, საზოგადოების ზნეობრივ და ეროვნულ ღირებულებებზე, ტრადიციებსა და დღევანდელ პრობლემებზე, ხაზი გაუსვა ეკლესიური ცხოვრების აუცილებლობას.
შეხვედრას ესწრებოდნენ: უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი გიორგი სოსიაშვილი, სტუდენტები, პროფესორ-მასწავლებლები, გორი-ატენის ეპარქიის სასულიერო პირები და საზოგადოების წარმომადგენლები.