მიტროპოლიტ ანანია ჯაფარიძის საჯარო ლექცია გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში

05 ივნისი,2014

2014 წლის 5 ივნისს გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში ქართული კულტურის კვლევის ცენტრის მოწვევით საჯარო ლექცია წაიკითხა ცნობილმა თეოლოგმა, მანგლისისა და წალკის ეპარქიის მიტროპოლიტმა, მეუფე ანანიამ (ჯაფარიძე).

შეხვედრას ესწრებოდნენ გორისა და ატენის ეპარქიის მიტროპოლიტი, მეუფე ანდრია, ხსენებული ეპარქიების სასულიერო პირები, საქართველოს საპატრიარქოს წმ. ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის პროფესორი ტარიელ ფუტკარაძე, უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლები, სტუდენტები და მოწვეული სტუმრები.

შეხვედრაზე ქართული ეკლესიის ისტორიის კვლევისა და საეკლესიო ლიტერატურის განვითარების საქმეში მეუფე ანანიას დამსახურების შესახებ ისაუბრეს გორის უნივერსიტეტის რექტორმა გიორგი სოსიაშვილმა და გორისა და ატენის ეპარქიის მიტროპოლიტმა, მეუფე ანდრიამ.

მეუფე ანანია ჯაფარიძემ ქართულ, ბიზანტიურ, რუსულ და სომხურ წყაროებზე დაყრდნობით ვრცლად მიმოიხილა ქართული ეკლესიის იერარქიის გავრცელების არეალი ისტორიულ ტაო-კლარჯეთში, ჩრდილო კავკასიაში, ალბანეთსა და სომხეთის ტერიტორიაზე, შეეხო ამ თვალსაზრისით საისტორიო მეცნიერებაში წარმოშობილ პოლემიკას, თემატიკიდან გამომდინარე, წარმოადგინა ისტორიული და თანამედროვე რუკები, პასუხი გასცა დასმულ შეკითხვებს.

შეხვედრის დასასრულს სტუმარმა უნივერსიტეტის ქართული კულტურის კვლევის ცენტრს საჩუქრად გადასცა მისი უახლესი პუბლიკაციები და საეკლესიო ლიტერატურა.

მიმაგრებული სურათები

კალენდარი

ღონისძიებები იხილეთ ყველა

გორისა და ატენის ეპარქიისა და ნიქოზისა და ცხინვალის ეპარქიების ერთობლივი...

მიმდინარე წლის 8 ნოემბერს გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა უნივერსიტეტის, გორისა და ატენის ეპარქიისა და ნიქოზისა და ცხინვალის ეპარქიების ერთობლივი...

08 ნოემბერი, 2024 სრულად ნახვა

საჯარო ლექციები

მიმდინარე წლის 6 ნოემბერს გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა ფილოლოგიის დოქტორების ქეთევან გვაზავასა და ქეთევან მამასახლისის საჯარო ლექციები, თემაზე:...

06 ნოემბერი, 2024 სრულად ნახვა