მიმდინარე საერთაშორისო პროგრამებისა და პროექტების წარდგენა გსსუ-ში
15 მაისი,2017
2017 წლის 15 მაისს. 11:00, 12:00, 13:00, გსსუ-ს საერთაშორისო ურთიერთობების ოფისის წარმომადგენლებმა, პროფ. რუიზან მექვაბიძემ და ზურაბ ზურაბაშვილმა წარადგინეს პრეზენტაციები სამი ფაკულტეტის სტუდენტებისათვისს მიმდინარე პროექტებისა და გაცვლითი პროგრამების შესახებ უნივერსიტეტში. ზურაბ ზურაბაშვილმა აქცენტი გააკეთა ერასმუს +, მევლანასა და საერთაშორისო საგანმანათლებლო ცენტრის გაცვლით პროგრამებზე. პროფ. რუიზან მექვაბიძემ განიხილა პროექტის -544191 Tempus 1-2013-1-PT JPCR (LMPH) ჩარჩოებში მიღწეული შედეგები: ორი სასწავლო პროგრამის დანერგვა 2017-2018 სასწავლო წლიდან; რესურს ცენტრის შექმნა; ჟირონას უნივერსიტეტთან მჭიდრო თანამშრომლობა.