მეთვრამეტე საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია

24 დეკემბერი,2025

2025 წლის 24 დეკემბერს, ჰიბრიდულ რეჟიმში, გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა მეთვრამეტე საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია „ინოვაციური განათლება ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში“.
კონფერენცია გახსნა, მონაწილეებსა და სტუმრებს მიესალმა გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის ხარისხის მართვის სამსახურის უფროსი, პროფესორი ლევან მიდოდაშვილი, რომელმაც მადლობა გადაუხადა კონფერენციაში ჩართულ საქართველოსა და საზღვარგარეთის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების წარმომადგენლებს და მათ ნაყოფიერი მუშაობა უსურვა.
კონფერენციის მონაწილეებს ასევე მიესალმნენ:
გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ბატონი დავით კვერნაძე;
რექტორის მოადგილე, ბატონი ზურაბ ზურაბაშვილი;
სასწავლო პროცესის მართვის სამსახურის უფროსი, პროფესორი ციური დურული.
კონფერენციის პროგრამით წარმოდგენილი იყო 80-მდე სამეცნიერო მოხსენება.
პლენარული სხდომის დასრულების შემდეგ მუშაობა გაგრძელდა სექციებში:
ისტორია
ფილოლოგია
განათლება
საბუნებისმეტყველო მეცნიერებები
მათემატიკა და ინფორმატიკა
სოციალური მეცნიერებები და სამართალი
ბიზნესი და ეკონომიკა.

მიმაგრებული სურათები

კალენდარი

ღონისძიებები იხილეთ ყველა

საახალწლო სტუდენტური კონცერტი

ღონისძიება გახსნა გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა ალექსანდრე მღებრიშვილმა. მისასალმებელ სიტყვაში მან მადლობა გადაუხადა ღონისძიების...

25 დეკემბერი, 2025 სრულად ნახვა

ლიტერატურის საერთაშორისო ფესტივალი სტამბოლში

გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი ალექსანდრე მღებრიშვილი, საქართველოს პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარესთან, გიორგი გაბუნიასთან და...

25 დეკემბერი, 2025 სრულად ნახვა