ლიტერატურის საერთაშორისო ფესტივალი სტამბოლში

25 დეკემბერი,2025

გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი ალექსანდრე მღებრიშვილი, საქართველოს პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარესთან, გიორგი გაბუნიასთან და საქართველოს პარლამენტის წევრთან, გიორგი სოსიაშვილთან ერთად სპეციალური მიწვევით თურქეთის რესპუბლიკაში, ქალაქ სტამბოლში ლიტერატურის საერთაშორისო ფესტივალის(UTEF) გახსნის ცერემონიას დაესწრო.

აღნიშნული ფესტივალი ქალაქ ტრაპიზონში 2014 წელს დაარსდა და თურქეთის რესპუბლიკის ხელისუფლების დახმარებით ყოველწლიურად იმართება. ფესტივალის დამფუძნებელია ქალბატონი ესმა ალა თურქმენი.

საერთაშორისო ლიტერატურულ ღონისძიებაზე სხვადასხვა ქვეყნის მწერლები, პოეტები და დრამატურგები მონაწილეობენ. მისი მიზანი ხალხთა შორის კულტურული დიალოგის გაღრმავებაა. აღსანიშნავია, რომ ტრაპიზონის საერთაშორისო ლიტერატურული ფესტივალი, რომელშიც აქტიურად მონაწილეობს გორის სახელმწიფო უნივერსიტეტი, სხვადასხვა წლებში მიეძღვნა: შოთა რუსთაველს, ილია ჭავჭავაძეს, ვაჟა-ფშაველას, ოტია იოსელიანს, ნოდარ დუმბაძეს, ანა კალანდაძეს, ტარიელ ხარხელაურს.

2025 წლის ტრაპიზონის საერთაშორისო ფესტივალის გახსნით ღონისძიებას სტამბოლის ბეიოღლუს სახელმწიფო ბიბლიოთეკამ უმასპინძლა. ღონისძიების ფარგლებში საქართველოს საკონსულოს მხარდაჭერით, სტამბოლში საქართველოს პარლამენტის წევრის, აკადემიკოს გიორგი სოსიაშვილის თურქულ ენაზე გამოცემული წიგნის(პროზაული კრებული, მთარგნელი: ჰარუნ ჩიმქე) პრეზენტაცია გაიმართა. სიტყვით გამოვიდნენ: საქართველოს კონსული სტამბოლში-ზაქარია მეგრელიშვილი, საქართველოს პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე-გიორგი გაბუნია, სტამბოლის ბეიოღლუს მუნიციპალიტეტის მერი-სეფერ ქარაჰმეთოღლუ, ტრაპიზონის საერთაშორისო ლიტერატურული ფესტივალის დამფუძნებელი და თავმჯდომარე-ესმა ალა თურქმენი, საქართველოს პარლამენტის წევრი, აკადემიკოსი გიორგი სოსიაშვილი, გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი ალექსანდრე მღებრიშვილი, თურქი ქართველოლოგი ჰარუნ ჩიმქე, სტამბოლის შოთა რუსთაველის კულტურის ცენტრის თავმჯდომარე ორჰან ბერიძე, სტამბოლის ქართული ენის ცენტრის დამფუძნებელი და თავმჯდომარე ეშრეფ ილმაზი, სტამბოლის ქართული კულტურის ცენტრის ხელმძღვანელი ბულენტ ოზგენი, „ბეიკოზ ბათუმის ქართული ცენტრის“ ხელმძღვანელი ალი ქემალ ქილიჩი.

აღნიშნული ფესტივალი, აწ განსვენებულ, გამოჩენილ ქართველ მეცნიერს და საზოგადო მოღვაწეს ტარიელ ფუტკარაძეს ეძღვნება (მისი ცხოვრების და მოღვაწეობის, ასევე საქართველო-თურქეთის კულტურულ ურთიერთობაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილის შესახებ დამსწრე საზოგადოების წინაშე ვრცლად ისაუბრა საქართველოს პარლამენტის წევრმა, აკადემიკოსმა გიორგი სოსიაშვილმა). ღონისძიებას თურქი მწერლები, ქართული დიასპორის წევრები და ადგილობრივი ხელისუფლების და საზოგადოების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

მიმაგრებული სურათები

კალენდარი

ღონისძიებები იხილეთ ყველა

საახალწლო სტუდენტური კონცერტი

ღონისძიება გახსნა გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა ალექსანდრე მღებრიშვილმა. მისასალმებელ სიტყვაში მან მადლობა გადაუხადა ღონისძიების...

25 დეკემბერი, 2025 სრულად ნახვა

ლიტერატურის საერთაშორისო ფესტივალი სტამბოლში

გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი ალექსანდრე მღებრიშვილი, საქართველოს პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარესთან, გიორგი გაბუნიასთან და...

25 დეკემბერი, 2025 სრულად ნახვა