მეთოთხმეტე საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია

09 დეკემბერი,2021

2021 წლის 9 დეკემბერს გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის ორგანიზებით ჩატარდა მეთოთხმეტე საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია „განათლება, მეცნიერება, ინოვაციები: მსოფლიო და საქართველო“.
ღონისძიება ვირტუალურ სივრცეში, ონლაინ პლატფორმა zoom-ის გამოყენებით გაიხსნა, სადაც კონფერენციის მონაწილეებს და მოწვეულ სტუმრებს მიესალმა გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი გიორგი სოსიაშვილი. მან ისაუბრა უნივერსიტეტის კონფერენციის მნიშვნელობაზე და მადლობა გადაუხადა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს გორის უნივერსიტეტის სტრატეგიულად მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელების პროცესში მხარდაჭერისთვის. უნივერსიტეტის რექტორმა გიორგი სოსიაშვილმა ხაზი გაუსვა ინსტიტუციური ინტერნაციონალიზაციის პროცესის მნიშვნელობას და ამ მხრივ განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა მეთოთხმეტე საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციაში ჩართულ საქართველოს და საზღვარგარეთის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს.
კონფერენციას ვირტუალურ სივრცეში ბევრ საპატიო სტუმართან ერთად, საქართველოს განათლების და მეცნიერების სამინისტროს უმაღლესი განათლებისა და მეცნიერების განვითარების დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ქალბატონი ნინო წერეთელი დაესწრო, რომელმაც მიულოცა გორის უნივერსიტეტს მეთოთხმეტე საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია და განაცხადა, რომ სამინიტრო გამოხატავს თანადგომას უნივერსიტეტის მიმართ სტრატეგიულად მნიშვნელოვანი სამეცნიერო, კვლევითი და სასწავლო პროექტების განხორცილელების პროცესში. ქალბატონმა ნინო წერეთელმა დამსწრე საზოგადოებას ინფორმაცია მიაწოდა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ განხორციელებულ მნიშვნელოვან პროექტებზე, მათ შორის ევროკავშირის კვლევისა და ინოვაციის ახალ ჩარჩო პროგრამის Horizon Europe-ს ასოცირების საერთაშორისო შეთანხმების ხელმოწერასა და უმაღლესი განათლების დაფინანსების ახალი მოდელის შესახებ.
ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდნენ ივანე ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი გიორგი შარვაშიძე, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი ზურაბ ხონელიძე, საფრანგეთის რესპუბლიკაში საქართველოს ყოფილი კონსული და გორის უნივერსიტეტის ფრანგული ენისა და კულტურის ცენტრის ხელმძღვანელი, ბატონი გოჩა ჯავახიშვილი, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი როლანდ კოპალიანი, თურქეთის საისტორიო საზოგადოების წევრი და სამსუნის 19 მაისის უნივერსიტეტის პროფესორი, დოქტორი იბრაჰიმ თელლიოღლუ, თელავის იაკობ გოგებაშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი ირმა შიოშვილი, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი მაკა ბერიძე, პოლონეთის მეხსიერების ინსტიტუტის მკვლევარი, პროფესორი პაველ ლიბერა, კავკასიის (ყარსი) უნივერსიტეტის პროფესორი როინ ყავრელიშვილი, ოპოლეს ტექნოლოგიური უნივერსიტეტის პროფესორები, რომან შმიეტანსკი და ლეჟეკ კარჩევსკი.
მეთოთხმეტე საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციაში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს, თურქეთის რესპუბლიკის, იტალიის, უნგრეთის, ჩეხეთის რესპუბლიკის, აზერბაიჯანის, უზბეკეთის და პოლონეთის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების და კვლევითი ინსტიტუტების აკადემიურმა პერსონალმა და მეცნიერ-თანამშრომლებმა. გაიმართა 7 სესია, სადაც მონაწილეებმა წარმოადგინეს ნაშრომები, ისტორიის, ფილოლოგიიის, სოციალურ მეცნიერებების, სამართლის, ეკონომიკის, განათლების, ზუსტ და საბუნებისმეტყველო და ინფორმაციული მეცნიერებების მიმართულებით.

 

მიმაგრებული სურათები

კალენდარი

ღონისძიებები იხილეთ ყველა

გორისა და ატენის ეპარქიისა და ნიქოზისა და ცხინვალის ეპარქიების ერთობლივი...

მიმდინარე წლის 8 ნოემბერს გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა უნივერსიტეტის, გორისა და ატენის ეპარქიისა და ნიქოზისა და ცხინვალის ეპარქიების ერთობლივი...

08 ნოემბერი, 2024 სრულად ნახვა

საჯარო ლექციები

მიმდინარე წლის 6 ნოემბერს გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა ფილოლოგიის დოქტორების ქეთევან გვაზავასა და ქეთევან მამასახლისის საჯარო ლექციები, თემაზე:...

06 ნოემბერი, 2024 სრულად ნახვა