მესამე საერთაშორისო კონფერენცია
26 იანვარი,2018პირველად გორის უნივერსიტეტის ისტორიაში 24-26 ოქტომბერს, თურქეთის საისტორიო საზოგადოების დაფინანსებით გორის უნივერსიტეტში გაიმართება მესამე საერთაშორისო კონფერენცია. რომელში მონაწილეობის საშუალებაც ექნებათ რეგიონის სკოლების ისტორიის პედაგოგებსაც.
ამასთან დაკავშირებით 25 იანვარს გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტს ოფიციალური დელეგაცია ეწვია, სამსუნის 19 მაისის მაისის უნივერსიტეტის პროფესორი, იბრაჰიჰ თელიოღლუ და არდაჰანის უნივერსიტეტის პროფესორი, როინ ყავრელიშვილი, რომელიც ამავე დროს არის კონფერენნციის კოორდინატორი საქართველოში.
მესამე საერთშორისო კონფერენციის გორის უნივერსიტეტში ჩატარებას საფუძველი ჩაეყარა 2017 წლის 23-24 ნოემბერს, თურქეთის რესპუბლიკის ქალაქ ტრაპიზონში გამართული მეორე საერთაშორისო სამეცნიერო სიმპოზიუმის მიმდინარეობისას, სადაც მონაწილეობას იღებდა გორის უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი გიორგი სოსიაშვილი.
სიმპოზიუმის მიმდინარეობისას გორის უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა გიორგი სოსიაშვლმა შეხვედრა გამართა თურქეთის საისტორიო საზოგადობის თავმჯდომარესთან, პროფესორ რეფიქ თურანთან და შავი ზღვის ტექნიკური უნივერსიტეტის ვიცე-რექტორთან, პროფესორ ჰიქმეთ ოქრუზთან, სადაც მიღწეულ იქნა შეთანხმება, რომ მესამე საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია გაიმართება საქართველოში და მას გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი უმასპინძლებს.
გორის უნივერსიტეტში შეხვედრას უძღვებოდა გორის უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი გიორგი სოსიაშვილი, ესწრებოდნენ ისტორიისა და არეოლოგიის სასწავლო-სამეცნიერო ცენტრის ხელმძღვანელი, პროფესორი ელდარ მამისთვალიშვილი, ისტორიის პროგრამის ხელმძღვანელი, პროფესორი ოთარ ჯანელიძე და ჰუმანიტარული ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი იოსებ ალიმბარაშვილი. შეხვედრაზე გადაწყდა, რომ კონფერენცია გაიმართება 22-24 ოქტომბერს, 25 ოქტომბერს სტუმრებისთვის მოეწყობა ექსურსია შიდა ქართლში, 26 ოქტომბერს გორის უნივერსიტეტში გაიმართება სტუდენტური თვითშემოქმედების კონცერტი. ასევე გადაწყდა, რომ კონფერენციაში მონაწილე სკოლის პედაგოგებს გადაეცემათ გორის უნივერსიტეტისა და თურქეთის რესპუბლიკის საისტორიო საზოგადოების ერთობლივი სერტიფიკატი.