მესამე კორპუსში მოეწყო სივრცე სტუდენტებისთვის
22 სექტემბერი,2020გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის სტუდენტთა კარიერული განვითარებისა და მხარდაჭერის სამსახურის ინიციატივით მესამე კორპუსში მოეწყო სივრცე სტუდენტებისთვის, სადაც განთავსდა სხვადასხვა სახის ლიტერატურა, კომპიუტერული ტექნიკით აღჭურვილი თავისუფალი wi-fi ზონა, თანამედროვე რეკრეაციული სივრცე.
სააუდიტორიო მეცადინეობების განახლების შემდეგ სტუდენტებს კიდევ არაერთი სიურპრიზი ელოდებათ.
უნივერსიტეტი მადლობას უხდის: ლიბერთი ბანკს, ვენდის და დანქინის რესტორნების ქსელს, რომელთა დახმარებითაც შესაძლებელი გახდა აღნიშნული პროექტის განხორციელება.