მერვე საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია
13 ნოემბერი,201513 ნოემბერს გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში ჩატარდა მერვე საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია „განათლება XXI საუკუნეში.“ კონფერენცია გახსნა გორის უნივერსიტეტის რექტორის მოადგილემ პროფესორმა ალექსანდრე მღებრიშვილმა, სტუმრებს მიესალმა უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი პროფესორი გიორგი ხორბალაძე, ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელი პროფესორი ლევან მიდოდაშვილი, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი მარიამ მირესაშვილი. პლენარულ სხდომაზე მოხსენებები წაიკითხეს გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის ქართული ენისა და ლიტერატურის სასწავლო-სამეცნიერო ცენტრის ხელმძღვანელმა, პროფესორმა ვიანორ ახალაიამ, ისტორიისა და არქეოლოგიის სასწავლო-სამეცნიერო ცენტრის ხელმძღვანელმა, პროფესორმა ელდარ მამისთვალიშვილმა.პლენარული სხდომის შემდეგ მუშაობა გაგრძელდა სექციებში, სადაც მოისმინეს 166 მოხსენება.