მერვე საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია თემაზე:"ენობრივი სიტუაცია კავკასიაში."

27 სექტემბერი,2017

2017 წლის 27 სექტემბერს საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტში გაიხსნა ჰუმანიტარულ მეცნიერებათა და სამართლის ფაკულტეტის ქართველოლოგიის ცენტრის მერვე საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია თემაზე:"ენობრივი სიტუაცია კავკასიაში."
კონფერენცია შესავალი სიტყვით გახსნა ქართული უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა სერგო ვარდოსანიძემ, კონფერენციაზე მისასალმებელი სიტყვით წარდგნენ: საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ქართული ენის სამმართველოს უფროსი, პროფესორი მარიკა ოძელი, უმაღლესი განათლების სამმართველოს უფროსი პროფესორი ნუგზარ ჩიტაია, გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი გიორგი სოსიაშვილი, თურქეთის რესპუბლიკის ქალაქ დუჯეს უნივერსიტეტის წარმომადგენელი ფევზი ჩელები, ქართული უნივერსიტეტის ქართველოლოგიის მიმართულების ხელმძღვანელი პროფესორი ტარიელ ფუტკარაძე.
კონფერენციის მონაწილეებმა წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს სოხუმის დაცემის დროს დაღუპული ადამიანების ხსოვნას.

მიმაგრებული სურათები

კალენდარი

ღონისძიებები იხილეთ ყველა

გორისა და ატენის ეპარქიისა და ნიქოზისა და ცხინვალის ეპარქიების ერთობლივი...

მიმდინარე წლის 8 ნოემბერს გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა უნივერსიტეტის, გორისა და ატენის ეპარქიისა და ნიქოზისა და ცხინვალის ეპარქიების ერთობლივი...

08 ნოემბერი, 2024 სრულად ნახვა

საჯარო ლექციები

მიმდინარე წლის 6 ნოემბერს გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა ფილოლოგიის დოქტორების ქეთევან გვაზავასა და ქეთევან მამასახლისის საჯარო ლექციები, თემაზე:...

06 ნოემბერი, 2024 სრულად ნახვა