მეოთხე საერთაშორისო სამეცნიერო კონფერეცია ვანაძორის სახელმწიფო უნივერსიტეტში
24 ოქტომბერი,2016
2016 წლის 13-14 ოქტომბერს სომხეთის ქალაქ ვანაძორში, ოვანეს თუმანიანის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩატარდა IV საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია ,,ენა და ლიტერატურა მსოფლიო კულტურათა კომუნიკაციის კონტექსტში". საქართველოდან ამ კონფერენციის მუშაობაში მონაწილეობა მიიღეს და მოხსენებები წაიკითხეს: პროფესორმა თამარ გოგოლაძემ ,,ქართულ-სომხურ კულტურათა შორის კომუნიკაციის დასაწყისი ( XX საუკუნის 20-იანი წლები)", პროფესორმა მარიამ კობერიძემ ,,კულტურათა შორის კომუნიკაცია: ქართულ-სომხური ლექსიკური პარალელები სულხან-საბა ორბელიანის ლექსიკონში", ასოცირებულმა პროფესორმა თინათინ მშვიდობაძემ ,,კომპიუტერული ტექნოლოგიები უცხოური ენისა და ლიტერატურის სწავლების პროცესში".