მეორე სამეცნიერო კონფერენცია,
09 დეკემბერი,20168 დეკემბერს გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის განათლების,ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის ბიოლოგიის კათედრის ინიციატივით ჩატარდა დიდი ქართველი მეცნიერის ნიკო კეცხოველის დაბადებიდან 119 წლისთავისადმი მიძღვნილი მეორე სამეცნიერო კონფერენცია, რომელშიც მონაწილეობა მიიღო გორის რეგიონის საჯარო და კერძო სკოლების საბაზო და საშუალო საფეხურების მოსწავლეებმა.13 სკოლის 39 მოსწავლის მიერ წარმოადგენილი იქნა მრავალფეროვანი და საინტერესო თემები.
კონფერენცია გახსნა ფაკულტეტის დეკანმა დავით ჩოჩიშვილმა.მომხსენებლებმა პროფესორმა დალი გოგინაშვილმა და ასოცირებულმა პროფესორმა თინათინ იოსებიძემ ისაუბრეს ნიკო კეცხოველის ღვაწლზე.