„მეცნიერებისა და ინოვაციების საერთაშორისო ფესტივალი 2017“

02 ოქტომბერი,2017

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ორგანიზებით მიმდინარე წელს 24 სექტემბრიდან 8 ოქტომბრის ჩათვლით იმართება „მეცნიერებისა და ინოვაციების საერთაშორისო ფესტივალი 2017“.
ფესტივალს საფუძველი 2015 წელს ჩაეყარა და უკვე მესამედ იმართება. წლევანდელი ფესტივალი გაიხსნა 24 სექტემბერს თბილისში, რიყეზე, სადაც წარმოდგენილი იყო “საბავშვო მეცნიერებისა” და “ინოვაციური პროეტების” გამოფენები.
„საბავშვო მეცნიერების“ გამოფენა, რომელიც ყველა ასაკის ბავშვის ინტერესებზეა მორგებული “სამეცნიერო პიკნიკის“ სახელწოდებით საქართველოს 6 ქალაქში მოგზაურობს.
თელავის, ქუთაისისა და ბათუმის შემდეგ “სამეცნიერო პიკნიკი” გორს ეწვია, ხვალიდან კი ახალციხისა და სენაკის მიმართულებით გაემგზავრება.
გორის „სამეცნიერო პიკნიკში“ მონაწილეობენ:
1. გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი
2. თბილისის სამედიცინო უნივერსიტეტი
3. სოხუმის უნივერსიტეტი
4. გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტი
5. შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი
6. ათასწლეულის გამოწვევის ფონდი – საქართველო
7. “ლეგო ედუქეიშენი”
8. ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრი
9. კინგსი საქართველო
პიკნიკის გახსნაზე სიტყვით წარდგა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე, თამაზ მარსაგიშვილი
გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი გიორგი სოსიაშვილი
გორის უნივერსიტეტის ისტორიისა და არქეოლოგიის სასწავლო-სამეცნიერო ცენტრის წარმომადგენელი, პროფესორი გოგი მინდიაშვილი!

მიმაგრებული სურათები

კალენდარი

ღონისძიებები იხილეთ ყველა

გორისა და ატენის ეპარქიისა და ნიქოზისა და ცხინვალის ეპარქიების ერთობლივი...

მიმდინარე წლის 8 ნოემბერს გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა უნივერსიტეტის, გორისა და ატენის ეპარქიისა და ნიქოზისა და ცხინვალის ეპარქიების ერთობლივი...

08 ნოემბერი, 2024 სრულად ნახვა

საჯარო ლექციები

მიმდინარე წლის 6 ნოემბერს გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა ფილოლოგიის დოქტორების ქეთევან გვაზავასა და ქეთევან მამასახლისის საჯარო ლექციები, თემაზე:...

06 ნოემბერი, 2024 სრულად ნახვა