მეცნიერებისა და ინოვაციების საერთაშორისო ფესტივალი 2017
26 სექტემბერი,201726 სექტემბერს, "მეცნიერებისა და ინოვაციების საერთაშორისო ფესტივალი 2017" ფარგლებში, გორის უნივერსიტეტში გაიმართა სტუდენტთა და შიდა ქართლის საჯარო და კერძო სკოლების საშუალო საფეხურის მოსწავლეთა ერთობლივი სამეცნიერო კონფერენცია "იპოვე შენი მომავალი ჩვენთან".
კონფერენცია გახსნა გორის უნივერსიტეტის რექტორის მოადგილემ, პროფესორმა ალექსანდრე მღებრიშვილმა, რომელმაც ისაუბრა მსგავსი ღონისძიებების მნიშვნელობაზე, უნივერსიტეტისა და სკოლების დაახლოებისა და მოსწავლეების მეტ ჩართულობაზე სამეცნიერო და საუნივერსიტეტო ცხოვრებაში. ბატონმა ალექსანდრემ დამსწრეებს და მონაწილეებს მიაწოდა ინფორმაცია სამეცნიერო ფესტივალის ფარგლებში გორის უნივერსიტეტში დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ.
კონფერენციების მონაწილეებს ასევე მიესალმნენ და წარმატებები უსურვეს გორის უნივერსიტეტის ხარისხის მართვის სამსახურის უფროსმა, პროფესორმა ლევან მიდოდაშვილმა და სასწავლო პროცესის მართვის სამსახურის უფროსმა, პროფესორმა ციური დურულმა.
პლენარული სხდომის შემდეგ მუშაობა გაგრძელდა სექციებში. წარმოდგილი იყო 28 მოხსენება.