მდგრადი განვითარების მიზნების - SDG ახალგაზრდული საგანმანათლებლო სივრცის გახსნა

24 ოქტომბერი,2023

მიმდინარე წლის 24 ოქტომბერს, გაერთიანებული ერების დღესთან დაკავშირებით, გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიხსნა გაეროს მდგრადი განვითარების მიზნების - SDG ახალგაზრდული საგანმანათლებლო სივრცე, რომლის ერთ-ერთი მთავარი მიზანია, მდგრადი განვითარების მიზნების მიღწევის პროცესში ახალგაზრდების აქტიური ჩართვა.
ღონისძიებას ესწრებოდა გაეროს ოფიციალური წარმომადგენელი საქართველოში, ქალბატონი საბინე მახლი, რომელმაც თავის მისასალმებელ სიტყვაში ისაუბრა მდგრადი განვითარების მთავარ მიზნებსა და გამოწვევეზე. ასევე, მადლობა გადაუხადა გორის სახელმწიფო უნივერსიტეტს აქტიური თანამშრომლობისთვის. შეხვედრას ესწრებოდა გორის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე, ბატონი თამაზ შიოშვილი.
გორის უნივერსიტეტში ახალგაზრდული სივრცე განათლებისა და საერთაშორისო განვითარების აკადემიისა და გაეროს წარმომადგენლობის თანამშრომლობით გაიხსნა.

მიმაგრებული სურათები

კალენდარი

ღონისძიებები იხილეთ ყველა

გორისა და ატენის ეპარქიისა და ნიქოზისა და ცხინვალის ეპარქიების ერთობლივი...

მიმდინარე წლის 8 ნოემბერს გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა უნივერსიტეტის, გორისა და ატენის ეპარქიისა და ნიქოზისა და ცხინვალის ეპარქიების ერთობლივი...

08 ნოემბერი, 2024 სრულად ნახვა

საჯარო ლექციები

მიმდინარე წლის 6 ნოემბერს გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა ფილოლოგიის დოქტორების ქეთევან გვაზავასა და ქეთევან მამასახლისის საჯარო ლექციები, თემაზე:...

06 ნოემბერი, 2024 სრულად ნახვა