მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრის წარმომადგენლები გორის უნივერსიტეტში
10 აპრილი,20142014 წლის 10 აპრილს, გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრის წარმომადგენლები ეწვივნენ.
შეხვედრის მიზანი იყო მასწავლებელთა პროფესიული სქემის განხილვა, რომელიც შემუშავებულია განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სსიპ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ.
სქემის ძირითადი მიმართულებების და მისი დახვეწის მიზნით მიმდინარეობს შეხვედრები იმ უნივერსიტეტებთან, რომლებიც ახორციელებენ მასწავლებლის მომზადების პროგრამებს. მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრის დირექტორის მოადგილემ ირინა აბულაძემ, ცენტრის კონსულტანტებმა მანანა რატიანმა, ნინო ფეტვიაშვილმა, კახა ჟღენტმა გამართეს პრეზენტაცია, შემდეგი თემებით: მასწავლებელთა მომზადება/გადამზადება, პედაგოგიური განათლების ხარისხი და პედაგოგიური პრაქტიკის შეფასება სქემის მიხედვით.
შეხვედრას ესწრებოდნენ გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის რექტორი პროფესორი გიორგი სოსიაშვილი, რექტორის მოადგილე პროფესორი ალექსანდრე მღებრიშვილი, აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალი.