მადლობა
09 ივნისი,2017გორის სახელმწიფო-სასწავლო უნივერსიტეტის რექტორი გიორგი სოსიაშვილი და უნივერსიტეტის ადმინისტრაცია მადლობას უხდის გერმანიაში, ქალაქ ჰამბურგში მოღვაწე ქალბატონ მარიკა ლაფაური-ბურკს ქველმოქმედებისა და უანგაროდ გაღებული სიკეთისათვის. ქალბატონმა მარიკამ, პირადი ინიციატივით, გერმანიაში სამოგზაუროდ დაპატიჟა ჩვენი უნივერსიტეტის სტუდენტი მთვარისა სადაღაშვილი. ქველმოქმედმა ქალბატონმა მთვარისას ერთკვირიანი ტურის დაფინანსება მთლიანად საკუთარ თავზე აიღო და გორელი გოგონას პირადი მასპინძელიც თავად იქნება. მისი ასეთი საქციელი ნამდვილად მისაბაძია ყველა ქართველისათვის. მთვარისა უმძიმეს სოციალურ პირობებში ცხოვრობს და ასეთი კეთილშობილური ინიციატივა სასიკეთოდ განსაზღვრავს მის სამომავლო ცხოვრებას. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ქალბატონ მარიკა ლაფაური- ბურკს. ასევე, მადლობას ვუხდით ფილოლოგიის დოქტორს, ქალბატონ თამარ გელიტაშვილს შუამდგომლობისა და ყურადღებისთვის. Tamuna Gelitashvili Marika Lapauri-Burk