ლიტერატურულმა კაფემ მორიგი ონლაინ შეხვედრა გამართა
22 ოქტომბერი,2021გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის ლიტერატურულმა კაფემ მორიგი ონლაინ შეხვედრა გამართა. ამჯერად ლიტერატურული კაფის მსმენელებს გაეცნო იტალიაში მოღვაწე ქართველი პედაგოგი და ქართულ-იტალიური ლიტერატურის მთარგმნელი მაიკო ტურაბელიძე.
მაიკო ტურაბელიძე ასევე გახლავთ გორის უნივერსიტეტის ლიტერატურული პრემიის ,,მაჩაბელი“ ფინალისტი, საუკეთესო თარგმანის ნომინაციაში.
სტუმარი დამსწრე საზოდაგოებას ესაუბრა ლიტერატურის არსზე, თარგმანის მნიშვნელობაზე, მთარგმნელობითი საქმიანობის პროცესსა და სპეციფიკაზე.
შეხვედრას ესწრებოდა საპატიო სტუმარი, არაბი წარმოშობის შვეიცარიელი მწერალი, ალექსანდრე ჰმინე, რომლის ნაწარმოებიც „გასაღები რძეში“ თარგმნა მაია ტურაბელიძემ.