ლიტერატურული საღამო

12 აპრილი,2023

2023 წლის 12 აპრილს, გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ბიბლიოთეკის ორგანიზებით, გაიმართა ლიტერატურული საღამო ,,როცა ღიაა სულის ფანჯრები...’’
ლიტერატურულ საღამოზე სტუდენტებმა განიხილეს მწერალ გიორგი სოსიაშვილის შემოქმედება - პრემია ,,საბას’’ და ,,მუზას’’ ნომინანტი მოთხრობათა კრებულები, ასევე კრებული-,,ჩრდილების თეატრი’’.
შეხვედრა გახსნა გორის უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის გამგემ, ნინო გორგიშელმა, რომელმაც მადლობა გადაუხადა მონაწილეებს და მსმენელებს აქტიურობისთვის. ლიტერატურული საღამოს მონაწილეებს ასევე მიესალმა ბიბილიოთეკის წარმომადგენელი, ღონისძიების ორგანიზატორი, მანანა ასლანიაშვილი-ჩხეიძე.
დისკუსიაში მონაწილეობდნენ გორის უნივერსიტეტის სტუდენტები: მარიამ წიქარიძე, სოფო სეხნიაშვილი, თორნიკე ჩხიკვაძე, გიორგი მირაზანაშვილი, ოთო შუბითიძე, ლიზი ბალახაშვილი, ჯული როსტომაშვილი, მარიამ ხმიადაშვილი.
სტუდენტებმა, მათ მიერ შერჩეული მოთხრობების ირგვლივ, გამოთქვეს საკუთარი მოსაზრებები და ისაუბრეს ტექსტების მათეულ ინტერპრეტაციაზე.
შეხვედრის დასასრულს, ავტორმა, გიორგი სოსიაშვილმა, მადლობა გადაუხადა ღონისძიების ორგანიზატორებს და სტუდენტებს მისი შემოქმედების ახალი კუთხით განხილვისთვის და ისაუბრა შემოქმედებითი პროცესის შესახებ

მიმაგრებული სურათები

კალენდარი

ღონისძიებები იხილეთ ყველა

გორისა და ატენის ეპარქიისა და ნიქოზისა და ცხინვალის ეპარქიების ერთობლივი...

მიმდინარე წლის 8 ნოემბერს გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა უნივერსიტეტის, გორისა და ატენის ეპარქიისა და ნიქოზისა და ცხინვალის ეპარქიების ერთობლივი...

08 ნოემბერი, 2024 სრულად ნახვა

საჯარო ლექციები

მიმდინარე წლის 6 ნოემბერს გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა ფილოლოგიის დოქტორების ქეთევან გვაზავასა და ქეთევან მამასახლისის საჯარო ლექციები, თემაზე:...

06 ნოემბერი, 2024 სრულად ნახვა